COVID-19 - ბოლო ცნობები

მოტყუებული ბარიერი: კორონავირუსით დაავადებულმა ჩინელმა ქალმა პარიზში შეაღწია

როგორც გაირკვა, ქალაქ უჰანის მკვიდრმა ქალმა, რომელიც სახიფათო ვირუსის გავრცელების ცენტრია, პარიზის აეროპორტში სამედიცინო ბარიერების გადალახვა მარტივად მოახერხა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ჩინეთის მოქალაქემ, რომელსაც სასიკვდილო კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, ნაცნობთან დაიტრაბახა, რომ პარიზის აეროპორტში სკრინინგის კამერის მოტყუება მოახერხა. 

ჩინეთში კორონავირუსის გამო ათი ქალაქი დაიკეტა – თვითმხილველები ვიდეოებს ავრცელებენ

ცოტა ხანში მას საფრანგეთში ჩინეთის საელჩოდან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, სასწრაფოდ მიემართა ექიმებისთვის. 

როგორც გაირკვა, ქალაქ უჰანის მკვიდრმა ქალმა, რომელიც სახიფათო ვირუსის გავრცელების ცენტრია, პარიზის აეროპორტში სამედიცინო ბარიერების გადალახვა იმიტომ მოახერხა, რომ სიცხის დამწევი პრეპარატი ჰქონდა მიღებული. შედეგად, სპეციალურ ტელევიზორზე მისი ავადმყოფობა ვერ დაფიქსირდა. 

მას შემდეგ, რაც ქალმა მეგობრებს მომხდარის შესახებ აუწყა, მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს საელჩოში რეკვა და ატეხეს განგაში. 

როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან - რჩევები და პროფილაქტიკა

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალურ შემთხვევათაგან 24 ჰუბეის პროვინციაზე მოდის, ორი კი — მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.