ფრთხილად! მიმოქცევაში დოლარის ყალბი კუპიურებია

სამართალდამცველებმა ყალბი 50-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს და ნივთმტკიცებად ჯამში 16 550 აშშ დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურები ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის მოქალაქე ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ყალბ 50-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში 16 550 აშშ დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.