ნალექი, ქარი და 20 გრადუსი ყინვა: საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია –7 გრადუსი, მთაში –15, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა –20 გრადუსამდეც შემცირდება.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა –20 გრადუსამდე დაიკლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24 იანვარს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი.

რატომ გადაიდო აჭარის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი

უწყების ინფორმაციით, 25-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა საქართველოს დაბლობში, სადაც ტემპერატურა –4-–6 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია –7 გრადუსი, მთაში –15, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში კი ტემპერატურა –20 გრადუსამდეც შემცირდება.

25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსამდე დათბება, ხოლო 26-27 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ქალაქ თბილისში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-27 იანვარს ღამის საათებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.