მსოფლიო დღეს

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში: არის მსხვერპლი

ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, განუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ქვეყნის საგარეო უწყებაში.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik.  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუმ  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მომხარი მიწისძვრის დროს 4 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, იუწყება РИА Новости.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ელაზიგის პროვინცია ქალაქ სივრიჯში ადგილობრივი დროით 20:55 საათზე 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

​ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

 „მიწისძვრის დროს ოთხი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა – ორი პროვინცია მალათიაში და ორი პროვინცია ელაზიგში“, – განაცხადა სოილუმ ტელეკომპანია NTV–ს ეთერში.

საგანგებოს სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონში კარვები და თბილი პლედები გააგზავნეს. 

​გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 10 შენობა დაინგრა.

ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, განუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.