ვითარება გზებზე: ბორჯომის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ხაშური–ბორჯომის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა
Sputnik

 

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik.  ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური–ბორჯომის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები დაწესდა ფარავნის უღელტეხილზეც. რთული მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარისა და ცული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კილომეტრზე მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.