მსოფლიო დღეს

შეხვედრა იერუსალიმში: რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერს ხვდება

ისრაელში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთში მთავრობის შემადგენლობის განახლების გამო მისი ერთ დღემდე შემცირება გადაწყდა.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს მასპინძლობს იერუსალიმში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

ნეთანიაჰუ: ვინც ისრაელს შეუტევს, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტი ისრაელს დღეს ეწვია, რათა მონაწილეობა მიიღოს ფორუმში „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“. გარდა ამისა ვლადიმირ პუტინი დაესწრება ლენინგრადის ბლოკადის გმირებისადმი მიძღვნილი ძეგლის გახსნის ცერემონიას.

აღსანიშნავია, რომ, თავდაპირველი გეგმით, ისრაელში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთში მთავრობის შემადგენლობის განახლების გამო მისი ერთ დღემდე შემცირება გადაწყდა. 

სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი ასევე მიიღებს მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, შეხვდება იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილოს III-სა და ისრაელის პრეზიდენტს როუვენ რივლინს.