ყვითელი ამბები

„რას გააკეთებდი, ნინო ჩხეიძე რომ იყო?“ – ნახეთ რა ურჩიეს მომღერალს

ნინო ჩხეიძემ „ფოლოვერები“ კიდევ ერთხელ გააერთიანა. მის კითხვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ნახეთ, რა ემოციური წერილები მისწერეს არტისტს...
Sputnik

ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მის გვერდზე უამრავი ადამიანი გაერთიანდა. მომღერალი თაყვანისმცემლებს ულამაზესი „ლუქების“, მოგზაურობისა და კონცერტების გაზიარებით ანებივრებს. მას უკვე 113 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ნინო მათთან ურთიერთობის დამყარებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს. მისი პოზიტიური განწყობა გადამდები აღმოჩნდა, შესაბამისად, ყოველ ახალ გამოწვევას ფანები დიდი სიამოვნებით ეგებებიან.

ნინო ჩხეიძეს პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ ხიბლავს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში მისმა საიდუმლომ ბევრი ადამიანი დააინტერესა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არტისტმა ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მის გარშემო აგორებული ჭორები სიმართლეს შეესაბამება და ქმართან უამრავი კილომეტრი აშორებს. ნინო ჩხეიძე და მისი ბიზნესმენი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. მომღერალმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კითხვების დასმის საშუალება არაერთხელ მისცა. ამჯერად მან ერთგული მსმენელის გახალისება სცადა. Instagram-ზე ასეთი გამოკითხვა ჩაატარა – „რას გააკეთებდი ნინო ჩხეიძე რომ იყო?“ კითხვაზე პასუხების მრავალფეროვნება შეინიშნება, თუმცა ყველაზე აქტუალური მაინც მისი კონცერტები აღმოჩნდა. თაყვანისმცემლები სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში ეპატიჟებიან.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომღერალს უპასუხა, რომ მის მაგივრად ბევრ შვილს გააჩენდა, რაზეც ნინომ არ დააყოვნა და ქალიშვილის ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა. 2013 წლიდან დღემდე ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. შემსრულებლის პროდიუსერი მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნინოს გასტროლებს ხელმძღვანელობს. ბოლოს ოჯახი მონაკოში, მონტე-კარლოში გაერთიანდა. აქ ნინომ თაყვანისმცემლებს ულამაზესი საღამო აჩუქა.