COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს.
Sputnik
გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ჩატარდება
„გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ძირითადად იქნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს საზღვრებზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები. ვეცდებით, რომ ეს ბანერები იყოს სამ ენაზე – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ყველას, ჩინეთიდან ჩამოსულებს, იქნებიან ისინი ჩინელები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მიეცემა ინფორმაცია, რომ თუ აქვთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ვის უნდა მიმართოთ, სად დარეკონ და ა.შ.“ –  ამბობს გამყრელიძე.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო ქალაქ უჰანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში, ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.