ვითარება გზებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა.

ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.