ესპანეთს ძლიერი ქარიშხალი „გლორია“ დაატყდა თავს – შედეგების შემზარავი ფოტოები

Sputnik

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. უამინდობის გამო დაკეტილია გზები, ასევე ხომალდების მიღება-გაშვება შეწყვიტეს ვალენსიისა და განდიის პორტებმა. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. ესპანეთის ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სტიქიის გამო ესპანეთში დაიწყო ძლიერი თოვაც, რაც აქ დიდი ხანია არავის უნახავს. კატალონიისათვის კი ეს ნამდვილი რეკორდია. სტიქიის გამო დროებით შეჩერებულია სატვირთოებისა და ავტობუსების გადაადგილება.

 

1 / 12
ესპანეთის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ქარიშხალი „გლორია“ დაატყდა თავს
2 / 12
მამაკაცი ქარიშხლის სურათს იღებს ბარსელონეტას სანაპიროზე
3 / 12
ქარის სიჩქარე ზოგგან 100 კმ/სთ-ს აღწევს
4 / 12
სტიქიამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
5 / 12
მატარებლის მგზავრი მარესმეს სანაპიროზე ქარიშხლის დროს უყურებს ზღვას
6 / 12
უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, ქუჩები მთლიანად დატბორილია
7 / 12
ასევე აკრძალულია ვალენსიისა და განდიის პორტებში ხომალდების გადაადგილება
8 / 12
სტიქიამ ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერი თოვაც გამოიწვია
9 / 12
სტიქიის გამო დროებით შეჩერებულია სატვირთოებისა და ავტობუსების გადაადგილება
10 / 12
„გლორიამ“ საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთამდეც მიაღწია, ქვეყნის ხმელთაშუა ზღვის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია
11 / 12
ესპანეთის ხელისუფლება მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
12 / 12
ვალენსიაში ტალღების სიმაღლემ 7 მეტრს მიაღწია