ყვითელი ამბები

„არასდროს დამავიწყდება ბაბუს ბედნიერი თვალები“– თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეს იხსენებს

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. 25 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლი თა­თია შა­რან­გია „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ყო­ფილ მა­მამ­თილს იხ­სე­ნებს.

პოსტს თან ახ­ლავს ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი შვილ­თაშ­ვი­ლის, პა­ტა­რა ედუ­არ­დის ფოტო, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­თია შა­რან­გია წერს, 2012 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. პიანისტის თქმით, გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის მოცარტს უკრავდა და განსაკუთრებულად უყვარდა.

„რო­დე­საც გა­ვი­გე ბიჭს ვე­ლო­დე­ბო­დი, დიდი მო­რი­დე­ბით ვკი­თხე მას, თუ გა­უ­ხარ­დე­ბო­და შვილ­თაშ­ვილს მისი სა­ხე­ლი ჰქო­ნო­და. მახ­სოვს ხან­მოკ­ლე პა­უ­ზა და მისი პა­სუ­ხი... „მე სხვა­ნა­ი­რად არც წარ­მო­მედ­გი­ნა ბაბუ... და­არ­ქვით ჩემი სა­ხე­ლი ჩემს შვილ­თაშ­ვილს და ნა­ხავთ თუ რამ­დე­ნად მეტს მი­აღ­წევს, ვიდ­რე მისი დიდი ბა­ბუა, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და იღ­ბლი­ა­ნი ბიჭი იქ­ნე­ბა“, – წერს თათია შარანგია.

საქართველოს პრემიერმა ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას პატივი მიაგო

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. თა­თი­ას რჩე­უ­ლი სან­დრო შელიაა, რომელზეც ამჟამადაა დაქორწინებული.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.