ყვითელი ამბები

სეტყვა და ქარი ავსტრალიაში – ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავსტრალია გამანადგურებელი, მასშტაბური ხანძრის კერებით იყო დაფარული. მეხანძრეები ცეცხლს კვლავ ებრძვიან. გვალვისა და ხანძრებისგან გამომშრალ ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიას კი ახლა თავს ქვიშის ქარიშხალი და სეტყვა დაატყდა.
Sputnik

ავსტრალიის ტყის ხანძარმა იმაზე ორჯერ დიდი ტერიტორია გაანადგურა, რაც 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტყის ხანძარმა. ხანძრის შედეგად დაკარგულად ითვლება სულ მცირე 17 ადამიანი, გარდაცვლილია რვა, ასობით ათასი კი ევაკუირებული. ხანძარს მოხალისე მეხანძრეებიც ებრძვიან. ყველაზე დიდ იმედად ცივი სეზონი რჩება, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში მხოლოდ რამდენიმე თვეში დადგება.