ყვითელი ამბები

„ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს...“ – გიორგი გვარჯალაძე

მუსიკოს გიორგი გვარჯალაძეს და ცნობილ ტელეწამყვან ლულუ კახიანს ორი გოგონა ჰყავდათ. მათგან უფროსი – ლენო ივნისში ტრაგიკულად დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამა, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში საკუთარი 11 წლის შვილის „ფეისბუქიდან“ „სქრინებს“ აქვეყნებს, სადაც უცნობი ადამიანი მის ქალიშვილს ინტიმურ ურთიერთობაზე ესაუბრება.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 14 წლის ლენო გვარ­ჯა­ლა­ძე ემსხვერ­პლა, თბი­ლის­ში 2019 წლის ივ­ნის­ში მოხ­და. მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ლენო (ელე­ნე) გვარ­ჯა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ლულუ კა­ხი­ა­ნის და პრო­დი­უ­სე­რი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის შვი­ლი იყო.

გვარჯალაძე: ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ, ისე მინდოდა ლენოს ჩახუტება...

14 წლის ლენო აპ­რილ­ში თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ი­ს დროს და­ღუ­პულ ნიკა ჯორ­ჯა­ძეს­თან და ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლთან (ეს უკა­ნას­კნე­ლი ავა­რი­ი­დან ერთ თვე­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა) მე­გობ­რობ­და. ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ლე­ნო გვარ­ჯა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ეძღვნე­ბო­და:

„ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever“.

გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.