გახსოვთ ძაღლი, რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება? – კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გულის ამაჩუყებელი ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ნახვისთანავე ყველას გული გაუთბო. ვიდეო ბათუმშია გადაღებული და უსაყვარლეს ცუგას შეეხება, რომელიც ბავშვებს „ზებრაზე“ გადასვლაში ეხმარება.
Sputnik

ცხოველი ძალიან ბედნიერია თავისი საქმიანობით და ნამდვილი პროფესიონალივით აკონტროლებს საგზაო მოძრაობას, რათა პატარების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს.