დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები ოზურგეთიდან 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან თბილისის დროით 07:24 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები ოზურგეთიდან 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან დაფიქსირდა თბილისის დროით 07:24 საათზე.

მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დამატებითი ინფორმაცია ზარალის ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.