ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

სპეციალისტების აზრით, აუცილებელია კვლევის ჩატარება და იმის დადგენა, თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილს
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აჭარაში დელფინების სიკვდილის ფაქტებს იკვლევენ

მკვდარი დელფინი სასტუმრო „ჰილტონის" წინ, სანაპიროზე დღეს დილით ნახეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას" ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, წელს დელფინის სანაპიროზე გამორიყვის მეექვსე შემთხვევა, გასულ წელს კი 120 ფაქტი დაფიქსირდა.

„უნდა მოხდეს სერიოზული და სიღრმისეული კვლევა, თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილიანობას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მსოფლიო პრობლემაა. ძუძუმწოვრების სიკვდილი სხვადასხვა ფაქტორიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, ეს იქნება ზღვის დაბინძურების, ნავიგაციისა თუ სხვა," -განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კვლევის ჩატარება და იმის დადგენა, თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილს.