როგორ ცხოვრობს ბათუმი ზამთარში – ფოტოები

Sputnik

ცივი და თოვლიანი ზამთარი ბათუმში იშვიათობაა. ტურისტები ხშირად ვერ ხვდებიან – როგორ ცხოვრობს საზღვაო ქალაქი ზამთრის სეზონზე, რას აკეთებს ხალხი, რა და როგორ ხდება ტურისტულ ქალაქში?

უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ბათუმი მხოლოდ საზაფხულო დასვენებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ რთულად იჯერებენ, რომ ზამთარშიც კი ბათუმის ცხოვრების რიტმი არ ნელდება.

 

1 / 15
ხშირად გონიათ, რომ ახალი წელი და ზამთარი ბათუმში ფანტასტიკის სფეროა, რადგან საზღვაო ქალაქი ყოველთვის მწველი მზესთან და ზღვის ტალღებთან ასოცირდება
2 / 15
მაგრამ ზამთარშიც კი ბათუმში ცხოვრება დუღს
3 / 15
აქტიურად მუშაობს პორტი, მეთევზეები თევზს იჭერენ
4 / 15
ზოგიერთისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა
5 / 15
წლის ნებისმიერ დროს სტუმრებს მასპინძლობს ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობები. ფოტოზე: ცნობილი კაფე „ფანტაზია“
6 / 15
ბათუმში ყოველ სეზონზე თვალისმომჭრელი ბუნება და პეიზაჟებია
7 / 15
ქალაქში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობები, მუშაობენ ოფისები და სხვადასხვა სამსახურები
8 / 15
ხალხი სამსახურებში მიიჩქარის, ზოგი დღეს სპორტს უთმობს, ზოგიერთიც უბრალოდ კიდევ ერთი ლამაზი დღით ტკბება
9 / 15
მაღაზიებში კვლავ შეხვდებით თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს
10 / 15
ტურისტებს ზამთარშიც ძალიან მოწონთ აჭარული სამზარეულო
11 / 15
ტურისტებს ზამთარშიც ძალიან მოწონთ აჭარის დედაქალაქი, მისი ტრადიციები და სასიამოვნო გარემო. ქალაქი გამუდმებით იზრდება, აქ უამრავი უცხოელი ცდილობს ბინის შეძენას
12 / 15
გასართობს აქ ყველა ასაკის ადამიანი პოულობს
13 / 15
დასავლური და აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინი - ასე უწოდებენ ბათუმს ტურისტებიც და ადგილობრივებიც
14 / 15
ხანდახან, თითქოს ქალაქი ცარიელდება, თუმცა მხოლოდ ხანდახან და მხოლოდ თითქოს
15 / 15
მიუხედავად სეზონისა, ბათუმი მუდამ სასურველი ადგილია დასასვენებლად