ჩუგოშვილი: წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, რა არის ომბუდსმენის როლი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საუბრობს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაზე, როდესაც მან ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა.
Sputnik
ჩუგოშვილი: წულუკიანმა ძალიან კარგად იცის, რა არის ომბუდსმენის როლი
„შეგნებულად ვცდილობდი თავი ამერიდებინა ამ თემისგან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ესმის თეა წულუკიანს, ის საკმაოდ კომპეტენტურია იმისთვის, რომ კარგად იცოდეს, რა არის ომბუდსმენის როლი.  მან ძალიან კარგად იცის, რომ თანამდებობის პირებისა და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირების კრიტიკისგან დაცვა ომბუდსმენის საქმე არ არის“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მმართველი პარტიის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, ომბუდსმენის საქმეა – სახელწიფოსგან, თანამდებობის პირებისგან და გავლენიანი პირებისგან დაიცვას უბრალო მოქალაქეები.