თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე 8 კგ-ზე მეტი მარიხუანის შემოტანას ცდილობდა

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის 42 წლის მოქალაქე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 8,1 კგ მარიხუანა იქნა აღმოჩენილი, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

გორში 45 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის 42 წლის მოქალაქე დააკავეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.