ყვითელი ამბები

„შარშანდელი სკანდალის მერე ტორტი დავაპატარავეთ“ – ბეგაშვილის ძაღლი იუბილარია – ფოტო

ძაღლები რომ ადამიანების ყველაზე ერთგული მეგობრები არიან, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, შესაბამისად, თუ მოზრდილი ჯიშის ძაღლებზე არა, ბევრი ადამიანი უსაყვარლეს პომერანულ შპიცზე აჩერებს არჩევანს, მათ შორისაა ქართველი ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილიც.
Sputnik

ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ მსახიობი შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. მას სახლში პატარა ძაღლი „სანი“ ჰყავს, რომელსაც დაბადების დღეებსაც კი უხდის. 20 იანვარს „სანის“ 2 წელი შეუსრულდა და შორენამაც გადაწყვიტა მისთვის ეს დღე გემრიელი ტორტით მიელოცა, თუმცა, როგორც მსახიობი წერს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს „სანის“ ტორტი მოკრძალებულია.

„დღეს ეს პატარა 2 წლის გახდა. შარშანდელი სკანდალის მერე ტორტი დავაპატარავეთ“, – წერს შორენა ბეგაშვილი. შარშან მსახიობმა ძაღლს დიდი მარწყვებიანი ტორტი აჩუქა, რასაც სოციალურ ქსელში დიდხანს განიხილავდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საკუთარი ძაღლისთვის „საცოლეს“ ეძებს. როგორც ჩანს, „სანის“ ჯერ საცოლე არ უპოვია, თუმცა ბედს მაინც არ უჩივის.