პირს, რომელმაც პოლიციელს ესროლა, 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზარელი მკვლელობა სურამში: ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

გამოძიებით დადგინდა, რომ პარასკევს, 17 იანვარს ქალაქ ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულს 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.