ტრაგედია რუსთავში: ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას მამა-შვილი ემსხვერპლა

შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება InfoRustavi.

შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე დღეს მოხდა.

თბილისში მხუთავი აირით ოთხი ბავშვი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული ხელსაწყოები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერიანი, საშიშია სიცოცხლისთვის.