სეზონის გადასარჩენად: ბაკურიანში ხელოვნური თოვლი „მოვიდა“

წყლის გამოყენება ხელოვნური თოვლის დასამზადებლად ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების წყლით მომარაგებაზე არ აისახება
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ბაკურიანის „ნოდოს“ სათხილამურო გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა, იუწყება პირველი არხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე დაყრდნობით.

უთოვლო ზამთარი საქართველოს მოსახლეობისთვის უკვე იშვიათობა აღარ არის, მაგრამ წელს ზოგიერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე სეზონის გახსნა გადაიდო.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში >>

„წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და ორი „ზარბაზანი“ ათოვლიანებს“, - ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციაში.

წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს.

სეზონის გადასარჩენად: ბაკურიანში ხელოვნური თოვლი „მოვიდა“

წელს გუდაურსა და ბაკურიანში მცირედი ნალექის გამო წყალმომარაგების სერიოზული პრობლემები შეიქმნა. გუდაურში 31 დეკემბრის ღამით, ბაკურიანში კი 1 იანვრის ღამით წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც სამთო-სათხილამურო სეზონი ჩაშლის პირას აღმოჩნდა.