ყვითელი ამბები

„დედა როგორც ასეთი“ – ნახეთ რა ლამაზი დედა ჰყავს სალომე ჭაჭუას

სალომე ჭაჭუა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ ქორეოგრაფიულ საქმიანობას შეუდგა. ცნობილი მოცეკვავე საკუთარ სახლში დედას „სნოუბორდის“ გამოყენებას ასწავლის. „პრაიმდენსის“ დამფუძნებლის დედა შეუდარებლად გამოიყურება. სალომე ჭაჭუამ ულამაზესი დედის ვიდეო პირველად გამოაქვეყნა.
Sputnik

სალომე ჭაჭუა სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი უჩვეულო ქორეოგრაფია ცეკვის მოყვარულების ყურადღებას იქცევს. მოცეკვავის სკოლაში უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლეები დადიან. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, სალომეს მოსწავლეები ერთმანეთს ემეგობრებიან. აღსანიშნავია, რომ სალომეს ვიდეოებზე მისი მოსწავლეები სალომეს უცხოეთში ყოფნის დროს ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ და ახალ ილეთებს სწავლობენ. სალომე ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიწვიეს.

სალომე ჭაჭუამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთგულ მაყურებელს წელს გული დასწყვიტა. პოპულარული მოცეკვავე ბეირუთის რეიტინგულ გადაცემაში მიიწვიეს. სალომემ მისიას თავი დიდი სირთულეების გარეშე გაართვა და სახლს ახალი წლის დასაწყისში დაუბრუნდა. მან საახალწლოდ მორთული სახლიდან მშვენიერი ფოტო გამოაქვეყნა და "ფოლოვერებს" საახალწლო განწყობა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჩამოფრენისთანავე "პრაიმ დენსის" სტუდიისკენ გაეშურა, სადაც მისი მოსწავლეები რამდენიმე თვის მანძილზე სულმოუთმელად ელოდნენ. გარდა ამისა, ოჯახის წევრებს შეხვდა და საკუთარ სახლში გააერთიანა. მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე დედის ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. სამი შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება. ახალგაზრდა ქალბატონი „სნოუბორდზე“ მოხდენილად დგას და სამთო-სათხილამურო კურორტზე წასასვლელად ემზადება.

სალომე ჭაჭუა – ექსტრავაგანტული და სექსუალური ქორეოგრაფი 1990 წელს დაიბადა. ინტერესს იწვევს მოქნილი სხეულით, პირადი ცხოვრებითა და უბრალოებით. მუდამ ყურადღების ცენტრშია. სამაგალითოა მისი გამბედაობა და უშიშარი ხასიათი, რომელსაც საცეკვაო ილეთებით ავლენს.