როდის წარდგება საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე მეორედ წარდგება.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით მეორედ წარდგება.

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას>>

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. პარლამენტის რეგლამენტით, პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უნდა წარდგეს – თებერვლის დასაწყისში, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს უფრო მოგვიანებით ხდება ხოლმე. ზურაბიშვილისთვის ეს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის რანგში მეორე გამოსვლა იქნება. პირველად პარლამენტში ის 2019 წლის მარტში წარდგა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის უმთავრესი მიზანი დაასახელა

რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ არაუმეტეს 15-წუთიანი სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ შედიან არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში, ასევე არაუმეტეს 10-წუთიანი სიტყვით – უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

დებატების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა.