მსოფლიო დღეს

კვლევა: მსოფლიოს 2 000 მილიარდერს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე 4,6 მლრდ ადამიანს

გარდა ამისა, მოხსენებაში განმარტებულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში გაორმაგდა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 2153 მილიარდერის ქონება 2019 წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე მსოფლიოს 4,6 მლრდ ადამიანისა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 60%-ის, ნათქვამია სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის მოხსენებაში. 

დედამიწის მოსახლეობამ 7,7 მილიარდ კაცს მიაღწია: ნახეთ პოპულაცია ონლაინ რეჟიმში

მოხსენების თანახმად, მსოფლიოს ერთი პროცენტის – უმდიდრესი ადამიანების მთლიანი ქონება უფრო მეტია, ვიდრე 6,9 მლრდ ადამიანისა.

გარდა ამისა, დოკუმენტში წამოწეულია გენდერული საკითხიც. გამოითვალა, რომ მსოფლიოს 22 უმდიდრესი მამაკაცის ქონება უფრო მეტია, ვიდრე აფრიკის ყველა ქალის ქონება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამგვარი უთანასწორობის საფუძველი „მავნე და სექსისტური ეკონომიკური სისტემაა“. 

გარდა ამისა, მოხსენებაში განმარტებულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში გაორმაგდა.

გაეროს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობა ამ დროისათვის 7,7 მლრდ ადამიანს შეადგენს.