ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას ქალიშვილმა მაკიაჟის საშუალებები მოპარა და სახე მოითხუპნა – სახალისო ვიდეო

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ Instagram-ის „სთორიში“ შვილის ოლივია გეიხმანის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ოლივია დედის მაკიაჟის საშუალებებით ერთობა.
Sputnik

როგორც ჩანს, მისი აღმოჩენა ამ მდგომარეობაში დააგვიანეს, რისი შედეგიც ბავშვს სახეზე ეტყობა – ოლივიას სახე მთლიანად მოთხვრილი აქვს. კითხვაზე, ვინაა ის ამ მაკიაჟით, გოგონა პასუხობს, რომ ზომბია.