ყვითელი ამბები

„1 წელი ერთად“ – ნატალია ყიფშიძე შეყვარებულთან სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს

ცეცხლოვანი მოდელის და ნიჭიერი მსახიობის ქალიშვილი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას არ უშინდება. შეყვარებულთან ერთად გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტუალურია.
Sputnik

პოპულარული ოჯახის ასევე ცნობილი წევრი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და „ჯიპაში“ ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ინტერვიუებში შეყვარებულზე არ საუბრობს, მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამხელს. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ბიჭი გიორგი მდივანი 24 წლისაა და ციფრული მედიის სპეციალისტია. გოგონამ შეყვარებული ოჯახს გააცნო. როგორც ჩანს, ყიფშიძეებმა ნატალიას რჩეული უპრობლემოდ მიიღეს და ძალიან ემეგობრებიან. ნატალია აღნიშნავს, რომ პოპულარულ მსახიობ გიორგი ყიფშიძეს ნატალიას შეყვარებულზე საუბარიც კი არ სურდა. მიუხედავად ამისა, წყვილი ერთი წლის ურთიერთობას სოციალურ ქსელში გაზიარებული რომანტიკული ფოტოებით აღნიშნავს. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ნატალიამ ულამაზესი სურათები გამოაქვეყნა, რომელზეც წყვილი გულახდილ გრძნობებს არ მალავს.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. ნატალიას შეყვარებულს უამრავი მისი თანატოლი განიხილავს. ბიჭი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ნატალიას მეშვეობით ახლა ბევრი იცნობს. შეყვარებულთან გადაღებულ ფოტოებს ნატალია ხშირად აქვეყნებს. მათი ჭეშმარიტი სიყვარული და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება კარგად ჩანს. ნატალიამ მორიგი სექსუალური სურათები წარწერით „1 წელი ერთად“ გამოაქვეყნა. საყვარელი ბიჭი მონიშნა და ერთად ყოფნა მიულოცა. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. წყვილი ერთმანეთს დიდ დროს უთმობს და სოციალური ქსელიც მათი ფოტოებითაა აჭრელებული. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 38 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელის და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ.