ყვითელი ამბები

ჟურნალისტ ეკო მაღრაძეს და მამუკა ღლონტს ტყუპები შეეძინათ – ფოტოები

“რუსთავი 2”-დან პროტესტის ნიშნად წამოსული და “მთავარ არხზე“ გამოჩენილი ჟურნალისტის ეკო მაღრაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ეკო მაღრაძეს და მის მეუღლეს მამუკა ღლონტს ტყუპები შეეძინათ. ქალ-ვაჟს მაკო და ვატო დაარქვეს.

სოციალურ ქსელში პატარების ფოტოები ვრცელდება. კოლეგები და მეგობრები ჟურნალისტს შვილების შეძენას ულოცავენ. „ახალი ცხოვრების ათვლის ორი წერტილი. ვატო და მაკო ღლონტები. მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის, სითბოსთვის და ყურადღებისთვის!“ – წერს ჟურნალისტი.

ზაფხულში ტყუპები „მთავარი არხის“ საინფორმაციო უფროსს ნოდარ მელაძესაც შეეძინა. 26 აგვისტოს ნოდარ მელაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე ახალშობილების ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს მასმედიასთან განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. აღნიშნა, რომ შვილებს ელოდება. სასიხარულო ამბის გაზიარების შემდეგ, ერთი კვირის თავზე ნოდარ მელაძის მეუღლეს თეა ცეცხლაძეს პატარა გოგონები გაუჩნდა. პირველი ფოტო ჟურნალისტმა სამშობიაროდანვე გამოაქვეყნა და „მამას გოგოები“ დააწერა.