მსოფლიო დღეს

მეცნიერებმა თევზის ჩხირებისა და კიბორჩხალის ხორცის საფრთხეები დაასახელეს

მკვლევარებმა, გააანალიზეს რა აღნიშნული პროდუქტების წარმოების პროცესი, დაადგინეს, საიდან ადგება უზარმაზარი ზიანი ატმოსფეროს, შესაბამისად კი – ადამიანს.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თევზის ჩხირები და კიბორჩხალის ხელოვნური ხორცი „სურიმი“ ატმოსფეროს ძლიერი დაბინძურების წყაროა, დაასკვნეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. 

სენსაციური კვლევა: თვითმფრინავების ტუალეტები მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

მკვლევარებმა, გააანალიზეს რა აღნიშნული პროდუქტების წარმოების პროცესი, დაადგინეს, რომ ეკოლოგიას ყველაზე დიდ ზიანს ის კონტეინერმზიდი გემები აყენებს, რომლებითაც თევზი ქარხნებში გადააქვთ.

კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული ხომალდების მფლობელები ეკონომიის მიზნით იაფ და უხარისხო საწვავს იყენებენ, რომელიც ატმოსფეროში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გოგირდის დიოქსიდსა და სხვა მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.  

აღსანიშნავია, რომ გოგირდის დიოქსიდი ჰაერის ერთ-ერთ ძირითად დამაბინძურებლად მიიჩნევა. ეკოლოგების მონაცემებით, ატმოსფეროში ამ გაზის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შემცველობა იწვევს სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარებას.