მარინა კაჭარავა: უმადურობა იწვევს დეპრესიას

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობს უმადურობაზე, როგორც დეპრესიის გამომწვევ მიზეზზე, და მადლიერებაზე, როგორც სიამოვნებაზე.
Sputnik
მარინა კაჭარავა: უმადურობა იწვევს დეპრესიას
„დეპრესიული აშლილობაა, როდესაც არ გიხარია. უმადურობა იწვევს დეპრესიას. დინამიური ფსიქიატრიის წარმომადგენლების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ აზრს, რომ უმადურობა უდრის დეპრესიას. არ აქვს მნიშვნელობა, ხახვი და პური გაქვს და ამის უმადური ხარ თუ ოქროს კოშკების. თუ არ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, მაშინ სიამოვნება დაკარგული გაქვს“, – აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, მადლიერებას სიმშვიდე მოაქვს და თანაც ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია.