ვახტანგ რობაქიძე: პოლიციის განყოფილებაში ჩემზე ფიზიკური და მორალური ძალადობა განხორციელდა

ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა მისი დაკავების ღამეს და როგორ ექცეოდნენ პოლიციის განყოფილებაში.
Sputnik
ვახტანგ რობაქიძე: პოლიციის განყოფილებაში ჩემზე ფიზიკური და მორალური ძალადობა განხორციელდა
„ვუთხარი, რომ ქვეყნის გამყიდველები არიან, სულ ეს ორი სიტყვა ვუთხარი. შემდეგ შეიგინეს, მეც საპასუხოდ აგრესია მქონდა და გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, რაც დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა. შემდეგ დავინახე, რომ ბავშვებთან და ქალბატონთან ერთად დატოვა დაწესებულება და გასასვლელიდან მომაძახა, „მე შენ გაჩვენებ ვინ ვარ!“ პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე განხორციელდა ჩემზე ფიზიკური და მორალური ძალადობა“, – აღნიშნა რობაქიძემ.

ვახტანგ რობაქიძის განმარტებით, ხულიგნობის და ბავშვებთან მუქარის მუხლით იმიტომ აღიძრა საქმე, რომ ბრალი დამძიმებულიყო.