ხელვაჩაურში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, შვილი კი დაშავდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულ მამაკაცს ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.

ხანძარი მშვიდობის ხიდთან – დაშავდა ერთი ადამიანი

დაღუპულები ხანდაზმული ცოლ-ქმარი არიან. ხანძრის შედეგად დაშავდა მათი შვილიც, 31 წლის მამაკაცი სხეულის დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულ მამაკაცს ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. ხანძრის დროს კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი გამორიცხავს იმ ინფორმაცის, რომ შესაძლოა ხანძარი ბუნებრივი აირიდან გაჩენილიყო.მისი მტკიცებით, იმ ოთახში, სადაც ცეცხლის კერა იყო, გაზის დანადგარი დამონტაჟებული არ არის. ადგილზე „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.