ყვითელი ამბები

თიკა ფაცაციას უსიმპათიურესი შვილები სოცქსელებს იპყრობენ - ნახეთ როგორ გაიზარდნენ ბიჭები

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. თიკა ფაცაციას დახვეწილი მანერები მეტად ამშვენებს. ტელეწამყვანი ფანებს ანებივრებს და ოჯახის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ყოფილი მომღერლის სამი ვაჟი.
Sputnik

პოპულარული მომღერალი და ტელეწამყვანი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. თიკა ფაცაცია საკუთარი დახვეწილი იმიჯით წლებია დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ ტრენდულ და მოდურ ტელესახეს სამი ვაჟი ჰყავს. ის ადრეულ ასაკში ბიზნესმენზე დაოჯახდა. მათი სიყვარულის ისტორია მალე განვითარდა და თიკას პირველი ვაჟი პატარა ასაკში შეეძინა.

ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პირად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდურ ჟურნალ-გაზეთებთან არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით. ბოლო პერიოდის მანძილზე თიკამ ოჯახის ფოტოების გამოქვეყნებას მოუხშირა. აშკარაა, რომ თიკა განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მისი შვილები კი, სულ უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევენ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ყოფილმა მოდელმა სამივე ვაჟის საერთო საახალწლო სურათი გააზიარა.

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება დ ამაზე არავინ დაობს. ფაცაცია ვარსკვლავებს შორის, სოციალურ ქსელში დიდი აქტუალობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა აღსავსე.

თიკას და მის რჩეულს სამი ვაჟი ჰყავთ. ბიჭები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. თიკას უფროს ვაჟს ბიძას – ლევან ფაცაციას ამსგავსებენ. თიკას უფროსმა ვაჟმა ანდრომ  ინგლისურენოვანი სკოლა შარშან დაამთავრა. შუათანა ბიჭუნა იო 9 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა- სანი 6 წლის გახდა. თიკა მეუღლე დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.