ქართველი მწვრთნელი სათავეში ტაჯიკეთის ფუტსალის ნაკრებს ჩაუდგა

წარდგენის შემდეგ ტაჯიკეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 44 წლის ქართველი სპეციალისტი ალექსანდრე ძაბირაძე ტაჯიკეთის ფუტსალის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, იუწყება Sputnik-ტაჯიკეთი.

შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია

თავისი კარიერის განმავლობაში სპორტსმენი თამაშობდა შემდეგი საფეხბურთო კლუბების შემადგენლობაში: „პოლიგრანი“ (მოსკოვი), „სპარტაკი“ (მოსკოვი), „ამმკ“ (ბაქო), „არაზი“ (ბაქო), „ანსარი“ (ალმათი), „იბერია სტარი“ (თბილისი). საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 65 მატჩი აქვს ნათამაშევი.

ძაბირაძე 2016 წლიდან იყო მწვრთნელი TMC თბილისის გუნდში.

წარდგენის შემდეგ ტაჯიკეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ 2020 წლის აზიის ჩემპიონატზე ნაკრების ღირსეული გამოსვლისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.