ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - დაღუპულია მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი

სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხელვაჩაურში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, შვილი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ და ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.