თბილისში ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარმა ერთი მამაკაცი იმსხვერპლა

დიღომში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარი ხის სახელოსნოში გაჩნდა, რომელშიც ხატების ჩარჩოებს ამზადებდნენ
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ქარხნის შენობაში ხანძარი ხის სახელოსნოში გაჩნდა. სახელოსნოში ხატების ჩარჩოებს ამზადებდნენ. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.