„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ : ავარის გამო თბილისის რამდენიმე უბანში წყლის მიწოდება შეწყდება

წყალსადენის მაგისტრალური ქსელის ავარიული დაზიანების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, რომ 18 იანვარს წყალსადენის მაგისტრალური ქსელის ავარიული დაზიანების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, აცხადებენ უწყებაში.

18 იანვარს 16:00-დან, 19 იანვრის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, გამრეკელის, ქავათარაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, თამარაშვილის, სანდრო ეულის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს;

თხინვალას აგარაკებს.

კომპანიის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებლი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს, აცხადებენ კომპანიაში.