დასრულდა წითელსოფლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის რეაბილიტაცია

შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გარემონტდა.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ომალოში „კესელოს“ ციხის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი დასრულდა

შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გარემონტდა.

„ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო გუმბათი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და მოიხსნა დაზიანებული ნაწილები; მოხდა ბზარების ინექტირება; შეივსო აფსიდის დაზიანებული ნაწილები იდენტური მასალით; აღდგა აღმოსავლეთის კამარა აგურით; მოეწყო ხის კამარები და შეილესა; ამოშენდა გუმბათი აგურით, ნახევრადსფერული კამარა კი მოეწყო ხით; ნაკლული კარნიზი შეივსო იდენტური აგურით; ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით; მოეწყო იატაკი ახალი აგურით; ჩაისვა ახალი კარ-ფანჯარა; შეილესა ინტერიერი.

წითელსოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შპს “ოდას“ მიერ ზურაბ ყიფშიძის ხელმძღვანელობით.