ყვითელი ამბები

აჩი ფურცელაძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა – ნახეთ როგორ გამოიყურება მომღერალი

საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე პირად ცხოვრებასაც. მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამედ 2019 წლის იანვარში დაქორწინდა.
Sputnik

მომღერალი აჩი ფურცელაძე თურქეთში იმყოფება. მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში მან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. აჩი ფურცელაძეს ცხვირის პრობლემები მრავალია წელია აქვს, ერთი ოპერაცია რამდენიმე წლის წინ გაიკეთა, თუმცა ახლა კისტა გაუჩნდა და გადაწყვიტა ეს პრობლემა სამუდამოდ მოაგვაროს. მომღერლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მომღერალი სოციალურ ქსელში, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაშია, აქტიურობს და ფოტოებსაც ხშირ-ხშირად აქვეყნებს.

საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე პირად ცხოვრებასაც. მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამედ 2019 წლის იანვარში დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა. წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა და საქორწინო მოგზაურობაც მოიარა.

აჩის მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა. მისი პირველი ცოლი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე გახლდათ, მეორედ კი გაია ხაჩიძესთან მოაწერა ხელი. წყვილმა ხუთი წელი იცხოვრა ერთად და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოასწრო ქორწინებაც და განქორწინებაც.