იმისთვის, რომ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი გიცავთ, თქვენი ნიშნიდან მეოთხე თანავარსკვლავედი უნდა გადათვალოთ და სწორედ ის არის თქვენ „მცველი".
მაშ ასე, „მცველების" სია:
თქვენ | თქვენი დამცველი |
ვერძი | კირჩხიბი |
კურო | ლომი |
ტყუპი | ქალწული |
კირჩხიბი | სასწორი |
ლომი | მორიელი |
ქალწული | მშვილდოსანი |
სასწორი | თხის რქა |
მორიელი | მერწყული |
მშვილდოსანი | თევზები |
თხის რქა | ვერძი |
მერწყული | კურო |
თევზები | ტყუპი |
ასეთი ტანდემი მუშაობაში სავსებით წარმატებულია. როგორც წესი, ასეთ კავშირში აქტიურ როლს თქვენ შეასრულებთ, გადაწყვეტთ საკითხებს. ხოლო თქვენი „მცველი" დაგიცავთ, მხარს დაგიჭერთ და საუკეთესო პირობებს შეგიქმნით ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
ასეთი კავშირი ქორწინების მხრივაც შეიძლება იყოს წარმატებული, განსაკუთრებით, თუ დამცველი ქალია. ის მხარს დაუჭერს მეუღლეს ყველაფერში, დაეხმარება და მის სიმშვიდეს გაუფრთხილდება. ოჯახში შექმნის სიმყუდროვეს და ამასთან, ოჯახური ბედნიერებისთვის მებრძოლი იქნება. თუ დამცველი მამაკაცია, დიდი ალბათობით, ის ცოლის „მონა" იქნება, მის სურვილებსა და კაპრიზებს შეასრულებს. მამაკაცი ქალს, ამ შემთხვევაში, ზურგს გაუმაგრებს.
ასევე საკმაოდ ხელსაყრელია ასეთი კავშირი მეგობრობაშიც. თქვენი მფარველი ნამდვილი საყრდენი გახდება თქვენთვის.