ფანტასტიკური და შემზარავი სანახაობა: ფილიპინებზე ვულკანი ტაალი ამოიფრქვა

Sputnik

გასულ კვირაში ვულკან ტაალიდან ვულკანური ფერფლი ამოიფრქვა, რომლის სვეტის სიმაღლემ კილომეტრს მიაღწია. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) მოვლენასთან დაკავშირებით საფრთხის დონე ხუთბალიანი სისტემით მეოთხემდე გაზარდა და ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა.

ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების გამო ფილიპინების ხელისუფლებამ სამი დასახლებული პუნქტიდან 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.

ცნობილია, რომ ვულკანი ტაალი ერთ-ერთი ყველაზე პატარა მოქმედი ვულკანია დედამიწაზე, ის წყნარი ოკეანის ვულკანური „ცეცხლოვანი წრის“ ნაწილია და 1572 წლიდან 30-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.

 

1 / 12
ვულკანი ტაალი კვირას ამოიფრქვა
2 / 12
ვულკანის გარშემო ტბაში გავარვარებული ლავა ჩაედინებოდა
3 / 12
ამოფრქვევას თან ახლა იშვიათი მოვლენა - ვულკანური ელვის გვირგვინი
4 / 12
ფილიპინების ხელისუფლებამ პროვინცია ბატანგასში სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია დაიწყო
5 / 12
ქალაქებში სან-ნიკოლასი, ბალეტე და ტალისაი, საიდანაც ხალხის ევაკუაცია დაიწყო, 80 ათასზე მეტი მოსახლეა
6 / 12
ხელისუფლების ინფორმაციით, ვულკანის აქტიურობის შედეგად შესაძლო იყო 450 ადამიანი დაზარალებულიყო
7 / 12
ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ თვითმფრინავებს ვულკანის თავზე საჰაერო სივრცის გვერდის ავლისკენ მოუწოდა
8 / 12
ტაალი აეროპორტიდან მხოლოდ 80 კილომეტრის მანძილზეა
9 / 12
მანილას საერთაშორისო აეროპორტმა უკვე შეაჩერა რეისების მიღება და გაშვება
10 / 12
ვულკანი მიიჩნევა „რთულად“, რადგან მას რამდენიმე კრატერი აქვს. ძირითადის გარდა, კრატერები განლაგებულია მის გარშემოც, რომელთა ადგილმდებარეობაც დროთა განმავლობაში იცვლება
11 / 12
ბოლო 450 წლის განმავლობაში ტაალი 34-ჯერ ამოიფრქვა
12 / 12
სპეციალისტები შიშობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებული მიწისქმეშა ბიძგები, ამჯერად, ტბაზე ვულკანურ ცუნამის გამოიწვევს