თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა ნახევარ კილომდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კონტრაბანდა საქართველოში: არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები >>
გამოვლენილი საქონლის ღირებულება 36 210 ლარს შეადგენს.
მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროულობა (480 გრამი) ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეა კანონდამრღვევი.