მსოფლიო დღეს

საეჭვო მგზავრის ნიშნები: ვის ამოწმებენ აეროპორტებში განსაკუთრებული გულისყურით

როგორც ირკვევა, სწორედ ეს და საეჭვო ქცევის ზოგი სხვა ნიშნებია აღწერილი „თვალთვალის მეშვეობით მგზავრების სკრინინგის“ მეთოდიკაში.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მგზავრები, რომლებიც აეროპორტებში უსტვენენ, ზედმეტად ხშირად ახამხამებენ თვალებს ან ამთქნარებენ, ყველაზე ხშირად იწვევენ ეჭვს და მათ, როგორც წესი, დამატებით ამოწმებენ, წერს გამოცემა The Sun. 

მგზავრს აეროპორტში ტუალეტის ქაღალდის დამჭერი ჩამოართვეს

როგორც ირკვევა, სწორედ ეს და საეჭვო ქცევის ზოგი სხვა ნიშნებია აღწერილი „თვალთვალის მეშვეობით მგზავრების სკრინინგის“ მეთოდიკაში. 

გამოცემის ინფორმაციით, მგზავრების შემოწმებისას აეროპორტების უსაფრთხოების სამსახური უპირველეს ყოვლისა სწორედ სტვენას, თვალების ხშირ ხამხამს, მთქნარებას, ხშირ ხველას, დახრილ თავსა და გაფითრებულ სახეებს აქცევს ყურადღებას. 

ამასთან, ეჭვის ქვეშ ხვდებიან ისინიც, ვინც „უცნაურადაა“ ჩაცმული, ავლენს შიშსა და ნერვოზულობას. 

გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახური დიდი ალბათობით დამატებით შეამოწმებს დაგვიანებულ მგზავრებს და ასევე იმათ, ვინც ბილეთი „ბოლო წუთს“ დაჯავშნა ან საფასური ნაღდი ფულით გადაიხადა. ასეთებს ტალონებზე უკეთდებათ მარკირება SSSS (Secondary Security Screening Selection), რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ.