მსოფლიო დღეს

ესპანეთში ქურდობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

დაჯგუფების წევრები, რომლებიც ბინის ქურდობებით, გამოძალვებით და ფულის გათეთრებით იყვნენ დაკავებულები, ესპანურმა პოლიციამ ოპოერაციის შედეგად 2015 წელს დააკავა
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს განაჩენი გამოუტანა, იუწყება პორტალი ABC.

დაჯგუფების წევრები, რომლებიც ბინის ქურდობებით, გამოძალვებით და ფულის გათეთრებით იყვნენ დაკავებულები, ესპანურმა პოლიციამ ოპოერაციის შედეგად 2015 წელს დააკავა. დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ე.წ. კანონიერი ქურდი, ზვიად დარსაძე. დაჯგუფება ესპანეთის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ საქმიანობას 2012-2015 წლებში ეწეოდა.

14 ბინის ძარცვისთვის ესპანეთში ქართველები დააკავეს

სასამართლოს გადაწყვეტიებით, დარსაძეს 5 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა, ქვეყნიდან შემდგომი გაძევებით. დაჯგუფების სხვა წევრებს 3-დან 9 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებულთა უმრავლესობა საქართველოს მკვიდრია. განაჩენის აღსრულების შემდეგ ყველა მათგანს ასევე გააძევებენ ქვეყნიდან.