მსოფლიო დღეს

აშშ-ის სენატი დღეს ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვას იწყებს

რესპუბლიკელები, რომლებიც სენატში უმრავლესობას შეადგენენ, რა თქმა უნდა, არ აპირებენ თანაპარტიელი პრეზიდენტის გამტყუნებას.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების სენატი, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, ბრალდებების განხილვას იწყებს. 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: ბაიდენი ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის განხილვას ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის წევრთა მოსმენით დაიწყებენ (21:00 სთ თბილისის დროით), რომლებიც წარმოადგენენ კიდეც ბრალდების მხარეს. 

ამავე დღეს დადებს ფიცს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც პროცესს სენატში წარმართავს, ხოლო ნაფიცი მსაჯულების როლს სენატორები მოირგებენ.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს ხმა მისცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმის სენატისთვის გადაცემას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 25 სექტემბერს წამოიწყო. ამის მიზეზად იქცა აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკისთან. დემოკრატიული პარტიის ლიდერებს სურთ დაამტკიცონ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ კოლეგაზე, რათა მას სტიმული მიეცა ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ კორუფციული საქმის გამოძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ტრამპის ყველაზე პერსპექტიულ ოპონენტად მიიჩნევენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

რესპუბლიკელები, რომლებიც სენატში უმრავლესობას შეადგენენ, რა თქმა უნდა, არ აპირებენ თანაპარტიელი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის გამტყუნებას.