NDI-მ ქართველი პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა

გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას – მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ხუთშაბათს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

„კრიტიკა მათი სტილია“ - როგორი რეაგირება მოჰყვა HRW-ის მოხსენებას თბილისში

გამოკითხვა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა – ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე. გამოიკითხა 2,1 ათასზე მეტი რესპონდენტი მთელ საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები.

NDI საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2009 წლიდან იკვლევს. გამოკითხვა მისი დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრი" (СRRС). ცდომილება, მკვლევარების განცხადებით, +/- 1,9%-ს შეადგენს.

თუმცა, ბევრი პოლიტოლოგი და ხელისუფლების წარმომადგენელი ამგვარი კვლევების შედეგებს სკეპტიკურად უყურებს.

პარტიების რეიტინგი

გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე მეტი რაოდენობა მზადაა, არჩევნებზე ხმა მმართველ პარტიას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მისცეს.

ახალი კომპრომისი: არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" დათმობაზე მიდის

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 20%-მა „ქართული ოცნება“ აირჩია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 13%-მა დაუჭირა მხარი.

პოლიტიკურ პლატფორმა „ახალ საქართველოსა" და ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიული საქართველო" მხარს უჭერს გამოკითხულთა სამ-სამი პროცენტი. კვლავ დიდია იმ მოქალაქეების წილი, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

პარტია/გაერთიანებამხარდაჭერის პროცენტი
„ქართული ოცნება"20%
„ნაციონალური მოძრაობა"13%
„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები"8%
„ლეიბორისტული პარტია"5%
„პატრიოტთა ალიანსი"4%
„ახალი საქართველო"3%
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"3%
„გირჩი"2%
სხვა პარტიები2%

ამასთან, გაურკვევლობაშია დაახლოებით 40%. ბევრმა რესპონდენტმა ამ კითხვაზე პასუხისას შეარჩია პასუხების შემდეგი ვარიანტები:

არც ერთი პარტია14%
არ ვიცი12%
უარი პასუხზე14%
პოლიტიკოსების შეფასება

გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მუშაობით კმაყოფილია 44%, ხოლო უკმაყოფილო – 22%.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 21%-მა.

მიტინგები, ულტიმატუმი და „ოცნების" გადაწყვეტილება – კალაძე განცხადებით გამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მუშაობა 13%-ს მოსწონს.

ყველაზე ნაკლებად მოსწონთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა – მხოლოდ 9%-ს.

უწყებების მუშაობა

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 64% უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის მუშაობით, მოსწონს მხოლოდ მესამედზე ნაკლებს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, აქ ქართული ჯარი ლიდერობს. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 52%-ს. მეორე ადგილზეა მართლმადიდებლური ეკლესია, შემდეგ მოდიან პოლიცია – 43% და სასამართლო – 10%.