ვაშლიჯვარში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.