თბილისის „დინამო“ სეზონისწინა შეკრებას ანტალიაში გამართავს

შეკრების მეორე ეტაპიც ანტალიაშია დაგეგმილი, თუმცა მისი ზუსტი ვადები და სპარინგ-პარტნიორები ჯერ გარკვეული არ არის.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ფეხბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას ანტალიაში დაიწყებს, ნათქვამია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ანტალიაში საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი 16 იანვრიდან თვის ბოლომდე გასტანს და ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. ანტალიაში ქართველი ფეხბურთელები საკუთარ ძალებს გამოცდიან კლუბებთან „ვოლუნტარი“ (რუმინეთი), „ბოტევი“ და „არდა“ (ბულგარეთი), ასევე „ვისლა“ (პოლონეთი).

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების მეორე ეტაპიც ანტალიაშია დაგეგმილი, თუმცა მისი ზუსტი ვადები და სპარინგ-პარტნიორები ჯერ გარკვეული არაა.

თბილისის „დინამო“ ბოლო ოთხი სეზონის მანძილზე პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. სწორედ ეს კლუბი წარადგენს საქართველოს უეფას ჩემპიონთა ლიგაში 2020/2021 წლის სეზონზე.

რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 29 თბერვალს აიღებს თბილისის „დინამოსა“ და „თელავის“ შეხვედრით.