დასახელდა ყველაზე სახიფათო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის: სამეცნიერო კვლევა

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ, სტატისტიკის თანახმად, სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიებში შემავალ ქალებსა და მამაკაცებს უვლინდებათ ინფარქტებისა და ინსულტების მაღალი რისკი.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ამერიკელმა და ფინელმა მეცნიერებმა ერთობლივი კვლევის შედეგად გამოავლინეს ასაკი, რა დროსაც სისხლძარღვების დაავადებით სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია. 

კვირის ყველაზე სახიფათო დღე ინფარქტისთვის: მეცნიერები გვაფრთხილებენ

მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა რასის რამდენიმე ათასი ადამიანის ავადმყოფობის ისტორიები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე სახიფათო პერიოდი მამაკაცებისთვის 40 წლის ასაკიდან იწყება – სწორედ ამ დროს უნდა მიაქციონ ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა საკუთარი ორგანიზმის სიგნალებს ყურადღება.

რაც შეეხება სუსტ სქესს, ქალებისთვის სახიფათო ასაკი 30 წლიდან იწყება. 

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ, სტატისტიკის თანახმად, სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიებში შემავალ ქალებსა და მამაკაცებს უვლინდებათ ინფარქტებისა და ინსულტების მაღალი რისკი. 

აღნიშნული დაავადებების მაპროვოცირებელ მიზეზებად ექიმები სტრესებს, მოწევას, ალკოჰოლსა და არასწორ კვებას ასახელებენ.